ბანკი “რესპუბლიკა” სტიქიით დაზარალებულებს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ბანკი “რესპუბლიკა” სტიქიით დაზარალებულებს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ბანკი “რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალმა”, სტიქიური უბედურებით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 30 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოყო.

დაზარალებული ოჯახებისათვის ასევე შეგროვებულია პირველადი მოხმარების საგნები, რომელიც “საქართველოს წითელი ჯვრის” საზოგადოებას გადაეცა.

ბანკში ასევე გახსნილია ანგარიში, ნომერზე GE74BR0000000036080080, სადაც მიმდინარეობს ფულადი დახმარების მობილიზება. ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში შეუძლია თანხის შეტანა შემდეგი ფილიალების მეშვეობით, დღეს თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #13; თბილისი, აეროპორტის სერვის ცენტრი; ბათუმი, გოგებაშვილის ქ. # 24. ხვალიდან კი თანხის შეტანა ბანკ “რესპუბლიკის” ყველა ფილიალსა და სერვის-ცენტრშიც იქნება შესაძლებელი. ბანკი “რესპუბლიკა” და მისი თანამშრომლები ღრმა მწუხარებას უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს და განაგრძობენ დაზარალებულთა მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები