“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” განცხადება

კომპანია დედაქალაქში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

 “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” თითოეული წარმომადგენელი აცნობიერებს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა თბილისში, არის ყოველი ჩვენგანის ტრაგედია. გვინდა, თანადგომა გამოვუცხადოთ დაზარალებულ თანამოქალაქეებს და კომპანია 10 000 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება დაზარალებულებს. „ჯი-აი-ჯი “ ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს გუშინ ღამით თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშრებით, უსამძიმრებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას უცხადებს დაზარალებულებს . თბილისი ჩვენი სახლია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები