რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხვალისთვის დაგეგმილი ბრიფინგი გადადო
არასამთავრობო ორგანიზაციები: “ადამიანის უფლებები და მოვალეობები”, “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” და “საკუთრების დაცვის ასოციაცია” ღრმა მწუხარებას გამოხატავენ თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები, მომხდარის გათვალისწინებით, ხვალ დაგეგმილ ერთობლივ ბრიფინგს 18 ივნისს გამართავენ.
“აღნიშნულიდან გამომდინარე, სოლიდარობის ნიშნად, (ორშაბათს 15 ივნისს დაგეგმილი, ერთობლივი ბრიფინგი) გაცნობებთ, რომ გადატანილია 18 ივნისს, ხუთშაბათს, 15 საათზე“, -აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.