გიორგი ალიბეგაშვილი: სტიქიით დაზარალებული არც ერთი მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები გმირთა მოედანზე იმყოფებიან. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელმწიფო, მერია და საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სტიქიით დაზარალებული არც ერთი მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩეს.

„ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, გმირთა მოედანი, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია სტიქიური უბედურების ზონაა. სახელმწიფო სტუქტურები, მერია, საკრებულო უწვეტ რეჟიმში თანამშრომლობენ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25-ვე სამაჟორიტარო ბიურო საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფება. საკრებულოსა და სამაჟორიტარო ბიუროებში არ წყდება მოქალაქეების ზარები, რომლებიც პროცესებში ჩართვას ითხოვენ. ამ წუთებში ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ბიუროებში მოხალისეების ბაზის შედგენა მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, მერიასთან კოორდინაციაში, შესაბამის ობიექტებზე ამ ჯგუფების გადაადგილება მოხდება“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები