„სტიქიის მიუხედავად, სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება არ არსებობს“

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა ბერიძის განცხადებით, სასმელი წყლის ხარისხი 24 საათიან რეჟიმში კონტროლდება და მისი თქმით, სტიქიის მიუხედავად, სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება არ არსებობს.  ბერიძემ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

„კიდევ ერთხელ, მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობების დროს მართლაც არის სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება, ასეთი საშიშროება ამჟამად თბილისში არ არსებობს. დედაქალაქი მარაგდება მდინარე არაგვის წყლით, რომელიც არ არის სტიქიის ზონაში. წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ლაბორატორიების მიერ, ყველა სათავე ნაგებობიდან. იმ შემთხვევაში, თუ ოდნავი საფრთხე მაინც ემუქრება სასმელი წყლის ხარისხს, რეზერვუარი იკეტება. პირველი მე გაგაფრთხილებთ საშიშროების შემთხვევაში“, –  განაცხადა ეკა ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები