სტიქიის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ვაკის რაიონის სასტუმროებშია დაბინავებული
სტიქიის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ვაკის რაიონის სასტუმროებშია დაბინავებული, ხოლო 20–მდე ოჯახი ამჟამად საბურთალოს რაიონში ბინავდება“,–ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა და მოქალაქეებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი შტაბების ადგილმდებარეობა შეახსენა.
მისი თქმით, აღნიშნული შტაბები თბილისის რაიონის ყველა გამგეობაშია გახსნილი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დაზარალებულთათვის საყოფაცხოვრებო ნივთები და სანოვაგე მიიტანოს.
ნარმანიას თქმითვე, გამგეობებში შექმნილი შტაბების გარდა სხვა ტერიტორია არ არის ლეგიტიმური.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მთავრობა ინტენსიურ მუშაობას გვიან ღამემდე მანამდე გააგრძელებს, სანამ გარემოს დაცვის სამინისტრო მუსაობასთან დაკავშირებით ნებართვას მისცემთ.