“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად პოლიტიკურ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში საგანგებო შტაბი მუშაობს.
“სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბთან და დედაქალაქის მერიასთან კოორდინაციით, დახმარების მსურველთა დამატებითი მობილიზაცია საჭიროების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოხდება, საიდანაც ისინი სხვადასხვა ტერიტორიაზე გადანაწილდებიან. უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დახმარების გაწევის მსურველებს შეუძლიათ ჰუმანიტარული დახმარება დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში მიიტანონ, რაც შემდეგ საჭიროების მიხედვით გადანაწილდება”, – ნათქვამია პოლიტიკურ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.