“თელასი“ განცხადებას ავრცელებს
სტიქიის შედეგად ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონის 22000 მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც “თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტიქიის შედეგად დაზიანებული მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე ვერა1 და ვერა2 მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მათივე ცნობით, წყლის დონის დაწევის შემდეგ მოხერხდა ადგილის დათვალიერება და ავარიის დადგენა. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკური სამსახური მობილიზებულია და მიმდინარებს სამუშაობი ავარიის ლიკვიდაციისთვის.
“მაღალი ძაბვის გამაცემი ხაზები – ვერა1 და ვერა2 ელექტროენერგიით ამარაგებს თბოელექტროცენტრალის გავლით ჩუღურეთისა და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს. ელექტროენერგია ამ დროისათის არ მიეწოდება 22000-მდე მომხარებელს. რთული რელიეფური და სტიქიის შედეგად გამოწვეული პირობების გამო გაძნელებული იყო სამუშაოების წარმოება. კომპანიის ტექნიკური სამსახური მობილიზებულია და აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს ავარიის ლიკვიდაციისათვის. სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება და ელექტროენერგიის მიწოდება ყველა მომხმარებელს აღუდგება“,-აღნიშნულია “თელასის“განცხადებაში.