საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის ძმამ საპყრობილეში შექმნილი ნახატები დედას მიუძღვნა

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის ძმამ პირველი პერსონალური გამოფენა დედას მიუძღვნა. მიხეილ მგალობლიშვილმა დამთვალიერებელს საპყრობილეში შექმნილი ნახატები წარუდგინა. ექსპოზიცია, რომელიც შარდენის 19-ში გამოიფინა, ორი ნაწილისაგან შედგება – საპყრობილეში შექმნილი თამანამესაკნეთა პორტრეტები და აბსტრაქტული გრაფიკული ტილოები.

როგორც გამოფენის ავტორმა აღნიშნა, მის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ ნახატებს დედამ ჩარჩოები გაუკეთა და გამოფენის იდეაც დედამ შესთავაზა.

„კონკრეტული ჩანაფიქრი არ მქონია, რომ საგამოფენოდ მემუშავა. უბრალოდ, ეს ნახატები დროთა განმავლობაში შეგროვდა. ეს გამოფენა დედაჩემს ეძღვნება. დედამ სტიმული მომცა, თითქოს ცუდი პლანეტიდან გადმოვედი ჩვენს რეალობაში. იმ რეპრესიებიდან რომ დავბრუნდი, დედამ ჩემი ნახატები ჩარჩოებში დამახვედრა და ისეთი მაგარი სტიმული მომცა, მთხოვა და დედას მივუძღვენი ეს გამოფენა“, – აღნიშნა მიხეილ მგალობლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

„ამით ცხოვრობს ჩემი ძმა. ჩემი ძმისთვის ეს არის სუნთქვა, მისი ცხოვრების ნაწილი და ყოველთვის ხატავდა. დღეს მისთვის განსაკუთერებით მნიშვნელოვანი დღეა. ეს მისი პირველი გამოფენაა“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.

შეგახსენებთ, რომ მაკა ჩიჩუას ძმამ მიხეილ მგალობლიშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები