გიორგი მარგველაშვილი: ვუსამძიმრებ ბატონი ალექსანდრეს ოჯახსა და ახლობლებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების გამორჩეული მეცნიერის, ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტმა ალექსანდე რონდელის ოჯახს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მიუსამძიმრა. “ვუსამძიმრებ ბატონი ალექსანდრეს ოჯახსა და ახლობლებს. უნივერსიტეტში სწავლის პირველივე წლებიდან და მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ალექსანდრე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზენტაციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ალექსანდრე რონდელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.