შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს
დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქციას: „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლეს“ შეუერთდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელებმა და 100-მდე თანამშრომელმა მ. იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი უანგაროდ ჩააბარეს.
შს სამინისტრო რამდენიმე წელია თანამშრომლობს მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“.
აღნიშნულ აქციაში უწყების მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე14 ივნისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. აქციის მიზანია ამ კუთხითსაზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სისხლის ჩაბარების ტრადიციის დამკვიდრება სხვადასხვა ქვეყანაში.