ირაკლი ღარიბაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო. ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში – ავღანეთში, სადაც 2012 წელს მძიმედ დაიჭრა. ჩვენი ექიმები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ნამდვილი ჯარისკაცისა და მამულიშვილის გადარჩენა. რამაზ დავითაიამ ჩვენს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის გაწირა თავი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რამაზ დავითაიას ოჯახს, ახლობლებს. მიგულეთ თქვენს გვერდით ამ განსაცდელის ჟამს“,- აღნიშნავს პრემიერი სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები