„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური სტუდენტებს შეხვდა
„ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან, ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ვაჟა კოკაიასთან და პარლამენტის ვიცე-სპიკერის სამდივნოს მთავარ სპეციალისტთან, ირაკლი გაბელიასთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ახალგაზრდებს კანდიდატმა თავისი სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ მისი სურვილია, ახალგაზრდები მეტად ჩაერთონ მათივე რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. ზაქარია წიკლაურის თქმით, მის მაჟორიტარულ ოლქში სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აქტიური მხარდამჭერი იქნება. ამასთან, კანდიდატმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის მიზნით, მსგავს შეხვედრებს ტრადიციად აქცევს.
შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ზაქარია წიკლაურმა ახალგაზრდების დასმულ კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე მათი მოსაზრებებიც მოისმინა.