ალექსანდრე დარახველიძე: მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული მეგი დიასამიძე პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
„მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული მეგი დიასამიძე პატიმრობიდან, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება,“- ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ მიმართა, რის საფუძველზეც, დაკავებული საპატიმროს დატოვებს.
“ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.