ისრაელის პრემიერ-მინისტრი: პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს, ეს ტერიტორია ჩვენია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.
„ჩვენ ვთქვით, რომ პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს, ის არ შეიქმნება, ეს ტერიტორია ჩვენია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ოფიციალურ გამოსვლაში.
მისი თქმით, ისრაელს აქვს სრული კონტროლი ამ ტერიტორიაზე და საკითხი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ებრაული სახელმწიფოს უფლებების დაცვას ეხება.