თბილისის უბნების ნაწილი სასმელ წყალს მონაცვლეობით მიიღებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, თბილისის უბნების ნაწილი სასმელ წყალს გარკვეული მონაცვლეობით მიიღებს.
აღნიშნულის მიზეზი კი არაგვის ხეობაში რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმა და წყალდიდობაა, რაც პრობლემას უქმნის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების გამართულად ფუნქციონირებას.
„დღეს, 8 ივნისს, 16:00 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალს მიღებენ თემქის III, მუხიანისა და გლდანის მიკრორაიონები და მათი მიმდებარე დასახლებები. ხოლო, დღეს, 12:30 საათიდან 00:00 საათამდე (ღამის 12 საათი) წყალმომარაგება შეუწყდება: საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩებს. ვაკეში: წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილსა და მის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს“,-აცხადებენ კომპანიაში.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ფეისბუქის ოფიციალურგვერდზე და ვებგვერდზე – www.georgianwater.com ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის „ცხელ ხაზს“ ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები