მოსკოვში ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა

მოსკოვში ცნობილი ექიმი-ექსტრასენსი, მეცნიერი, სამედიცინო ხელსაწყოების გამომგონებელი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა. იგი 65 წელის იყო.
დავითაშვილის ახლობლების თქმით, ის ორი დღის წინ კომაში ჩავარდა. ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2001 წლის შემდეგ დღითიდღე უარესდებოდა, როდესაც ჯუნა დავითაშვილის 26 წლის შვილი ვახტანგი ტრაგიკულად დაიღუპა. მას შემდეგ ჯუნა დავითაშვილი ფაქტობრივად საკუთარ თავში ჩაიკეტა და სახალხო ღონისძიებებს აღარ ესწრებოდა. დავითაშვილის პაციენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორიცაა ლეონიდ ბრეჟნევი, ჯულიეტა მაზინა, რობერტ დე ნირო, მარჩელო მასტროიანი, ანდრეი ტარკოვსკი, ფედერიკო ფელინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები