ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე შეხვედრა გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს. აღნიშნულ შეხვედრას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტი გიგლა აგულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მიმდინარე წელს განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებიც განიხილეს, კერძოდ, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და შეფასების სისტემის ეტაპობრივი განვითარება, საავტომობილო საწვავის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება და მისი სტანდართან შესაბამისობაში მოყვანა. შეხვედრაზე ასევე სამაცივრე და ჰაერის კონდიცირების სექტორში, კვალიფიციური მომსახურების უზრუნველსაყოფად მემაცივრე-ტექნიკოსთა სწავლებისა და სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის დანერგვაზეც იმსჯელეს.