„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“წყალმომარაგების შეწყვეტის გამო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
“რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმა და არაგვის ადიდებით გამოწვეული ღვარცოფები, რაც ამ დრომდე გრძელდება, კვლავაც პრობლემას უქმნის GWP-ს არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. არსებული მდგომარეობა წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევას იწვევს, რის გამოც, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი ამ დრომდე შეფერხებებით მიეწოდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს”, – ნათქვამია განცხადებაში.