მოსკოვთან ახლოს, საბავშვო ბანაკში გაზის ბალონი აფეთქდა, არიან დაშავებულები

რვა ბავშვი დაშავდა მოსკოვის სიახლოვეს კარვების ბანაკში მომხდარი ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქების შედეგად. დაშავებულთა ასაკი 12-დან 15 წლამდე მერყეობს. ოთხი ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გადასატან დანადგარზე მაშინ მოხდა, როდესაც საჭმლის მომზადებაში ვარჯიშობდნენ. მომხდარის გამო მოსკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები