გიორგი ვოლსკი: ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის უსაფუძვლო ბრალდებები კი სხვა სურათს ხატავს
“ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის ბრალდებები, მით უმეტეს უსაფუძვლო ბრალდებები, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ის სიცრუის ტალღა, რომელიც ჰელსინკის კომისიიდან მოდის, რასაკვირველია არის ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც შესაძლოა იყო განხილული გაცილებით უფრო სერიოზულად, მაღალ დონეზე, ინტენსიურად მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია არ იყო ჯერ კიდევ მოსული, მაგრამ ახლა, რასაკვირველია გაფერმკრთალდა ეს ბრალდებები იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა. ადმინისტრაციის სტრატეგია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება, ჰელსინკის კომისიის ბრალდებები, მით უმეტეს უსაფუძვლო ბრალდებები, აბსოლუტურად სხვა სურათს ხატავს. ანუ, შეუსაბამობა არსებობს და ეს შეუსაბამობა შესაძლოა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ფაქტორი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.