„ჰაერის დაბინძურების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე

„საქართველოში მთლიანი ავადობის 30% და სიკვდილიანობის 23% გარემოს მავნე ზემოქმედებასთან არის პირდაპირ კავშირში. ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორიც არის გულსისხლძარღვთა, რესპირატორული, სიმსივნური დაავადებები, ალერგიული დაავადებები, რაც საერთოდ სიკვდილიანობის 93%-თან არის ასოცირებული“, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ეკა ადამის თქმით, ჰაერის დაბინძურების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვია, რაც ურბანული დასახლებებისთვის ძალიან კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ ავტომობილიდან გამოსულ ცუდი ფერის და სუნის კვამლს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ გარემოს დაბინძურება, ეს არის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელიც სუნთქვისას ხვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა სახის ფარულ თუ ხილულ დაზიანებებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ანთებითი პროცესები და ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. განსაკუთრებით კი საშიშია მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები