ლევან მახაშვილი – ბრიუსელის ბიუროკრატია არის სრულიად აცდენილი ევროპის ინტერესებს, მაშინ როდესაც ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს
“ბრიუსელის ბიუროკრატია არის სრულიად აცდენილი ევროპის ინტერესებს, მაშინ როდესაც ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„მაშინ როდესაც, საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში იგერიებს-ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატების უსამართლო შეტევებსა და კრიტიკას, აი, ეს არის სწორედ ევროპის ხმა. სწორედ ეს არის ევროპელი მოქალაქეების ხმა და ევროპული ინტერესები, რომელიც ხორვატიის პრეზიდენტმა გააჟღერა. სწორედ ამ აბსურდულ განსხვავებას ვხედავთ-ხოლმე, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია არის სრულიად აცდენილი ევროპის ინტერესებს, მაშინ როდესაც ევროპის მოქალაქეებს, ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, რა არის ევროპა“, – განაცხადა მახაშვილმა.