ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე.
„ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ჩვენმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე და საერთო ერთგულება პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისადმი”, – წერს ირაკლი კობახიძე.
https://x.com/pm_kobakhidze/status/2021924557586628763?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ