“მატარებელს ჰქონდა ხარვეზი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს საბურთალოს ხაზი” – თბილისის სატრანსპორტო კომპანია

“არანაირი ცეცხლი არ ყოფილა. მატარებელს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, ამიტომ დავცალეთ მგზავრებისგან”,- ასე უპასუხეს “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მეტროსადგურ დელისზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროს პირველი ხაზიც და საბურთალოს ხაზიც ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

“არანაირი ცეცხლი არ ყოფილა. მატარებელს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი. ამიტომ დავცალეთ მგზავრებისგან, მატარებელი გადავიყვანეთ ჩიხში, რომ ტექნიკურმა პერსონალმა შეამოწმოს შეფერხების მიზეზი. მგზავრებმა მომდევნო მატარებლით ისარგებლეს. სულ რაღაც სამწუთიანი შეფერხება იყო, სანამ მგზავრებისგან დაიცალა მატარებელი. რაიმე საგანგაშო ვითარება არ არის. ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს პირველი ხაზიც და საბურთალოს ხაზიც”,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები