ჩინეთის მოქალაქემ ახალი ავტომობილის შესაძენი თანხა 4 ტონა იუანის მონეტებით გადაიხადა

ჩინეთში ერთ-ერთმა პირმა ავტოსალონში 4 ტონა იუანის მონეტები მიიტანა, რათა ახალი ავტომობილი შეეძინა. როგორც გაირკვა, მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, სადაც თანხას ხშირად მონეტებით იხდიდნენ. ასე, რომ მას 660 ათასი მონეტა დაუგროვდა. ახალი მანქანა 680 ათასი ღირდა და კიდევ 20 ათასი მან კუპიურებით გადაიხადა.
მყიდველმა აღიარა, რომ ამ თანხის გადახურდავება ბანკში სურდა, მაგრამ მას უარი უთხრეს. ავტოსალონში კი დათანხმდნენ. თუმცა ამის შემდეგ სალონის მეპატრონეებს მოუწიათ ყველა მაღაზიის, ბენზინგასამართი სადგურის და რესტორნის შემოვლა, რათა ეს მონეტები მსხვილ კუპიურებზე გადაეხურდავებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები