ირაკლი ღარიბაშვილმა რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გახსნა (ვიდეო)

საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-7 რესტორანი, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩთან – რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ზუგდიდში დღეს „მაკდონალდსი“ გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში – 5 თვეში აშენდა და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.
„ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. რესტორანში დასაქმებულია 70 ახალგაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები