მასკი მოკლული უკრაინელი ლტოლვილის მურალის შესაქმნელად მილიონ დოლარს გადარიცხავს
ამერიკელმა მეწარმემ და მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში მოკლული უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკაიას მურალის შესაქმნელად 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.
„მე 1 მილიონ დოლარს ჩავდებ“, – უპასუხა მასკმა პოსტს, სადაც აშშ-ში „მნიშვნელოვან ადგილებში“ ფრესკების მოსაწყობად თანხების შეგროვება იყო შეთავაზებული.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის უკრაინელი ლტოლვილი ირინა ზარუცკაია შეერთებულ შტატებში 22 აგვისტოს, შარლოტში, დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.