ირაკლი კობახიძე: ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეს – კონსტრუქციულ დღის წესრიგზე გადასვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ერთადერთი ამოცანა და დავალება, რაც აქვს მათთვის პატრონებს ქვეყნის გარედან, ეს არის რადიკალიზაცია

ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონსტრუქციულ დღის წესრიგზე გადასვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ერთადერთი ამოცანა და დავალება, რაც აქვს მათთვის პატრონებს ქვეყნის გარედან, ეს არის რადიკალიზაცია.

„რაც შეეხება კონსტრუქციულ დღის წესრიგზე გადასვლას, ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ერთადერთი ამოცანა და დავალება, რაც აქვს მათთვის პატრონებს ქვეყნის გარედან, ეს არის რადიკალიზაცია. ისინი თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს. სად შეუძლიათ გახარიას, ხაზარაძეს, ან რომელიმე სხვას, თავისი დამოუკიდებელი ნებით გადაწყვეტილების მიღება. არიან ჩვეულებრივი აგენტები, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ერთადერთი დავალებაა რადიკალიზაციაა და იძულებულები არიან, შეინარჩუნონ ეს რადიკალიზაცია. მათ ინტელექტუალური რესურსიც არ აქვთ, რომ რაიმე კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ. შევიდნენ, პირობითად, თბილისის საკრებულოში და იმსჯელონ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება გადაისინჯოს ქალაქის განაშენიანების საკითხები. ან გამწვანების საკითხები, საბავშვო ბაღებში რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს. ამის ელემენტარული ინტელექტუალური რესურსიც არ აქვთ. მით უმეტეს, ეს არ არის მათი დავალება. მათი დავალებაა რადიკალიზაცია. არც რესურსი და არც დავალება არ უწყობთ ხელს. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ეს ორი პარტია რაღაცნაირად კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები