ირაკლი კობახიძე: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში – ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს – ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან ჩვენს ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან
დესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებად იწოდებიან ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან.
„თქვენს ეთერში გამოქვეყნდა რეიტინგები. როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, რაზეა საუბარი. დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში. ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე, ასეთი ადამიანები აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს. 65%-იანი რეიტინგის პირობებში მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მოახერხონ ასეთი სისულელეების ლაპარაკი. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან ჩვენს ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან. ხაბეიშვილი, წითლიძე ან ბურჭულაძე როგორ გახდებოდა პოლიტიკოსი, გარედან რომ არ დაენიშნათ ეს ადამიანები პოლიტიკოსებად ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერმა.