მოზარდმაყურებელთა თეატრმა შშმ ბავშვებსა და მათ თანატოლებს უმასპინძლა
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ თანატოლებს უმასპინძლა.
როგორც მოზარდმაყურებელთა თეატრის პროგრამების ხელმძღვანელმა და ასოციაცია „ანიკას“ პიარმენეჯერმა, თამარ ქველიძემ „კვირას“ განუცხადა, გამოფენას საქველმოქმედო ფონდი “ჩემი სახლი” შეუერთდა.
მისივე თქმით, გამოფენის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი, მათ თანატოლებში ინტეგრაციაა.
“ამ ღონისძიების მიზანი, რა თქმა უნდა, შშმ ბავშვების საზოგადოებასა და განსაკუთრებით, მათ თანატოლებში ინტეგრაციაა. პროექტის მხარდამჭერია კომპანია McDonald’s-ი”, – განაცხადა ქველიძემ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის თემა იყო ბავშვების მიერ აღქმული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟები.
ღონისძიება მოზარდმაყურებელთა თეატრის ინიციატივითა და McDonald’s-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
საინფორმაციო მხარდამჭერი კი, პორტალი “კვირა” იყო.
ფოტოების ავტორი: ირაკლი გედენიძე