ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით’” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

აღნიშნული ინფორმაცია გადაცემა “2030”-ის ეთერში ჟურნალისტმა მაკა ცინცაძემ გაავრცელა. ივანიშვილების ოჯახმა ფიროსმანის აღნიშნული ტილო გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა. ფიროსმანის ნახატი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ადგილს ხელოვნების მუზეუმში დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ “არსენალის მთა ღამით” 1957 წელს ცნობილ ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. რის შემდეგაც ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა, ახლა კი ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” საქართველოს უბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები