თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხვალ, დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია “თელასის“ ცნობით, 2 ივნისს ელექტრომომარაგება თბილისში დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვები შეეხება, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის, მამკოდის, მორეტის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კამალოვის, გულრიფშის, კიკნაძის, სართანიას, ნიკო მარის, საჭილაოს, გომბორის, სააკაძის, იუჟინის და ლიკანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, თვალჭრელიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების და ფრანგულიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქობულეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი ელექტომომარაგება მცხეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო შეზღუდვა 11:00 საათიდან 17:00 ვაშლიჯვრის დასახლების, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების და ძოწენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის IV კვარტლის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, ზესტაფონის, ტყიბულის, თევდორე მღვდლის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, სოხუმის, ზუგდიდის, ჭედიას, ევდოშვილის და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა ბელიაშვილის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტომომარაგება გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.