ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა – ინფორმაციას „მოქალაქე“ ადასტურებს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ორგანიზაცია „მოქალაქე“ აქვეყნებს.
“საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა”, – წერს ორგანიზაცია.
აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. ის ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო. ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები