შსს-ს მომსახურების სააგენტო “სოლიდარობის ფონდს” უერთდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ უერთდება.
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სოციალური პროექტის ოფიციალურ გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიზანდარი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე დაესწრნენ.
1 ივნისიდან მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ნებისმიერი სერვისით ისარგებლებენ, საშუალება მიეცემათ, განახორციელონ მცირე დონაცია და, შესაბამისად, ჩაერთონ სოლიდარობის ფონდის აქციაში. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას. პირველი დონაცია თავად სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიზანდარმა განახორციელა და სოციალურ აქციაში ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები