საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი უხელმძღვანელებს.
მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა 1994 წელს დაამთავრა მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, 1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაი-პოინტის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო – ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. 2002 წელს მას ბიოქიმიის ინსტიტუტის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიენიჭა.
ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი 2008 – 2010 წლებში სამშენებლო კომპანია შპს NCT-ის აღმასრულებელი დირექტორის, 2010-2014 წლებში კი კომპანია შპ. Borio International -ის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლიდან დღემდე შპს Geo Standard- ის დირექტორის პოზიციას იკავებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა თანამდებობაზე ვლადიმერ ლაზარიშვილი შეცვალა, რომელიც კომპანიის დირექტორად 2014 წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა და ამ მოვალეობას დღემდე ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები