ჯაბა სამუშიამ შშმ ბავშვთა ცენტრს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ შშმ ბავშვთა ცენტრის ,,ანიტა“ აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და საჩუქრად სახატავი და საძერწი მასალები, ასევე ცენტრის ლოგითი გაფორმებული ტორტი გადასცა.
საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატი ცენტრის პრობლემებს გაეცნო და თანამშრომლებს თანადგომასა და დახმარებას დაჰპირდა.
,,მე ყოველთვის დაგეხმარებით ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომლის გადაწყვეტა თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის’’,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მისივე ინიციატივით, ბავშვთა ცენტრში ზეიმი მოეწყო, რომელშიც, ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიასთან და მსახიობ ბესო ბერულაშვილთან ერთად, ბავშვებიც ჩაერთნენ. დასასრულს, ცენტრის დირექტორმა და პედაგოგებმა სტუმრებს ბავშვებისადმი გამოჩენილი სითბოსა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები