„ლიბერთი“ ბანკმა მობილბანკის და ინტერნეტბანკის გათამაშებაში გამოვლენილი გამარჯვებულები დააჯილდოვა
„ლიბერთი“ ბანკმა მობილ ბანკის წამახალისებელ აქციაში გამარჯვებული გამოავლინა და iPhone 6-ით დააჯილდოვა.
„ლიბერთი“ ბანკმა მომხმარებელს მობილბანკის წამახალისებელი აქცია 2015 წლის 22 აპრილს შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ყოველი მე-5,000 ტრანზაქციის ავტორს თავად შეუძლია ორი პრიზიდან ერთ-ერთის არჩევა – iPhone 6 ან Samsung Galaxy S6. აქციაში ავტომატურად ერთვება ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელი, რომელიც აქციის მოქმედების ვადაში მობილბანკის აპლიკაციით ერთხელ მაინც განახორციელებს ტრანზაქციას. დამატებით, „ლიბერთი“ ბანკმა ინტერნეტბანკის არსებულ მომხმარებელსაც შესთავაზა წამახალისებელი აქცია, რომლის ფარგლებშიც ინტერნეტბანკით განხორციელებული ყოველი მე-5,000 ტრანზაქციის ავტორი დასაჩუქრდება iPad mini 3-ით. აქციის შესახებ მომხმარებლებმა ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს.
აღნიშნული აქციის ფარგლებში, 1 ივნისს „ლიბერთი“ ბანკმა უკვე გამოავლინა სამი გამარჯვებული. მობილბანკის ერთი მომხმარებელი, მე – 5,000 ტრანზაქციის ავტორი, ანა ჩოხელი, რომელსაც, სურვილისამებრ, საჩუქრად გადაეცა iPhone 6 და ინტერნეტბანკის ორი მომხმარებელი, იზა კომლაძე და დალი მერაბიშვილი, რომლებმაც გათამაშების პირობის თანახმად საჩუქრად მიიღეს iPad mini 3 წამახალისებელი აქცია კვლავ გრძელდება. მობილბანკის და ინტერნეტბანკის გააქტიურება უფასოა ყველა მსურველისთვის. თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს ინტერნეტბანკის მომსახურება, იგივე პარამეტრებით შესაძლებელია მობილბანკში ავტორიზაციის გავლა. ინტერნეტ ან მობილბანკის გასააქტიურებლად, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს „ლიბერთი“ ბანკის ნებისმიერ ფილიალს და გაიაქტიუროს მომსახურება უფასოდ.
მობილბანკის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store – დან ან Google Play Store – დან. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემის სმარტფონებისთვის. დამატებითი დეტალები მოცემულია ვებგვერდზე: www.LibertyBank.ge/mobile.
„ლიბერთი“ ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხს სთავაზობს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელად შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ინტერნეტ და მობილ ბანკის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხოს თანხა საქართველოში ან საზღვარგარეთ, მიიღოს ან გაგზავნოს საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილები, გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, დაფაროს სესხი, გახსნას ანაბარი. ამასთანავე, ინტერნეტ და მობილბანკით შესრულებულ ოპერაციებზე, მომხმარებელს უგროვდება ქულები „ლიბერთი“ კლუბში, რომელთა სანაცვლოდ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ნაღდი ფული, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები ან შეივსოს მობილურის სასაუბრო დრო. ლიბერთი ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კმაყოფილებაზე და მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა წამახალისებელ აქციას.
R