,,სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

,,სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე 4844,55 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი პარფიუმერული ნაწარმი სამარკო ნიშნით MARY KAY სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის ნ. ა-ს კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, მგზავრს პროდუქცია სავარძლების უკან, იატაკის სამალავში და სათადარიგო საბურავში ჰქონდა განთავსებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4844,55 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები