თბილისის მერის მოადგილე “მზის ფესტივალს” დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი “მზიურში” ყოველწლიურ „მზის ფესტივალს“ დაესწრო.
იდეის ავტორი ანა გოგუაძეა, რომელიც ფესტივალს ყოველწლიურად მეგობრებთან ერთად მართავს. პროექტის უმთავარი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. „მზის ფესტივალი“ წელს მეათედ იმართება და ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები