კობა კობალაძის ინიციატივით, ავჭალის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მცხეთაში ექსკურსია მოეწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატის კობა კობალაძის ინიციატივით, ავჭალის საჯარო სკოლების მოსწავლეები მცხეთაში, ექსკურსიაზე გაემგზავრნენ.
თბილისის საკრებულის ინფორმაციით, 8 სკოლის რამდენიმე პედაგოგი და 90-მდე წარჩინებული მოსწავლე მცხეთის რაიონს მოივლის და ღირშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებს. კობა კობალაძე გამგზავრებამდე მოსწავლეებს პირადად შეხვდა, მათ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და კეთილი მგზავრობა უსურვა. დეპუტატის განცხადებით, ანალოგიური აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
“ამ ბავშვებმა სასწავლო წელი წარჩინებით დაამთავრეს, ამიტომ ჩვენმა სამაჟორიტარო ბიურომ გადაწყვიტა, მათთვის წამახალისებელი აქცია მოეწყო და ერთი ლამაზი დღე ეჩუქებინა. ბავშვები მოილოცავენ წმინდა ადგილებს და სხვადასხვა კულტურულ ძეგლს დაათვალიერებენ“, – აღნიშნა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები