მომღერალი ირაკლი ფირცხალავა ბანკმა გაძარცვა

რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია რუსეთის ბანკ „ურალსიბის“ თანაშრომლის მიერ ცნობილი მომღერლის, ირაკლი ფირცხალავას გაძარცვის შესახებ.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ცნობით, ბანკის თანამშრომელი ვასილი ტაბაშნიკოვი, რომელსაც ფირცხალავას პირად მონაცემებთან წვდომა ჰქონდა, სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელების დროს რეგულარულად იპარავდა თანხებს ფირცხალავას ანგარიშიდან. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ამ თანხამ 1 მილიონი რუბლი შეადგინა. საბოლოოდ განგაში თავად ფირცხალავამ ატეხა, რომელმაც ფულის დანაკლისი აღმოაჩინა. ბანკის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად თაღლითობა გამოვლინდა, ხოლო მენეჯერი, რომელიც ფირცხალავას ანგარიშიდან თანხებს იპარავდა, დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები