მაიკ ტაისონმა თითი მოიტეხა
ცნობილმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა თითი მოიტეხა. ტრავმა მან ფილმის გადაღებისას მიიღო. ინციდენტი შანხაიში, ფილმის „ილ მენის“ მესამე ნაწილის გადაღების დროს მოხდა. ტაისონს თითი კუნგ-ფუს ვარსკვლავმა დონი იენმა მოსტეხა. Boxing Scene-ის ცნობით, ჩხუბის სცენის გადაღების დროს იენმა ტაისონს თითში იდაყვი მოარტყა. ტაისონმა ეპიზოდის გადაღება დაასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ ექიმებს მისი შემოწმების უფლება მისცა. ტაისონი საავადმყოფოში წაიყვანეს და თითის მოტეხილობა დაუფიქსირეს. ბიოგრაფიული ფილმი „ილ მენი“ ორთაბრძოლების დიდი ოსტატის, ბრიუს ლის ისტორიაზეა შექმნილი.