28 წლის ამერიკელმა მანდილოსანმა მძინარე მამაკაცი გააუპატიურა
აშშ-ს ქალაქ სიეტლის პოლიციას მამაკაცმა მიმართა, რომელმაც მანდილოსნის მიერ მისი გაუპატიურების შესახებ განაცხადა. გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, მამაკაცის განცხადებით, ის გვიან ღამით სახლში დაბრუნდა და დაიძინა. დაახლოებით ღამის 2 საათზე მან გაიღვიძა და დაინახა, რომ ხელები გაკავებული აქვს, ზემოდან კი აზის 28 წლის შანტი მარი გილმანი და აუპატიურებს.
მამაკაცმა ქალს ხელი ჰკრა და სახლიდან გააგდო. მეორე დღეს ის ვენერიულ დაავადებებზე და იმუნოდეფიციტის სინდრომის ინფექციებზე შემოწმდა. ექსპერტიზამ მამაკაცის სხეულზე მარი გილმანის დნმ-ის არსებობა დაადასტურა. თავად გილმანმა განაცხადა, რომ მას იმ ღამის შესახებ არაფერი ახსოვს, ვინაიდან დეპრესია აქვს და ფსიქიკურად დაავადებულია. პოლიციაში ამბობენ, რომ ქალის მიერ მამაკაცის გაუპატიურების შემთხვევები ძალზე იშვიათია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, 19 ივნისს შანტი მარი გილმანი სასამართლოს წინაშე წარდგება.