„თეთრი ქვრივი“ – ტერორისტი ქალი, რომელიც 400-დე ადამიანის მკვლელობის ორგანიზატორია

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე სამანტა ლიუტუეიეტი 400-ზე მეტი ადამიანი დაღუპვასთან არის დაკავშირებული. სპეცსამსახურების ცნობით, 32 წლის ქალაბატონი და 4 შვილის დედა კენიაში და სომალიში ტერორისტულ თავდასხმებს ხელმძღვანელობს, ასევე ის კენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც 148 ადამიანი დაიღუპა. სპეცსამსახურებს უკვე დიდი ხანია მღებული აქვთ ლიუტუიეტის ცოცხლად ან მკვდრად შეპყრობის ბრძანება. ის, სავარაუდოდ, აფრიკაში იმყოფება, სადაც „ალ – ქაიდას“ აფრიკის ქვედანაყოფის – „ალ შაბაბის“ დაჯგუფების სათავეშია.
სამანტა ლიუტუეიეტს „თეთრი ქვრივი“ იმის გამო შეარქვეს, რომ ის ისლამისტ ჯერმენ ლინდსის მეუღლე იყო, რომელმაც 2005 წელს ლონდონის მეტროში ტერაქტი მოაწყო. მაშინ ლინდსის გარდა, იმ ტერორისტულ შეტევას 26 ადამიანი ემსხვერპლა. სამანტამ ლონდონის უნივერსიტეტი დაამთავრა. „ის ძალიან აგრესიული ადამიანია და ნიჭიერი ხელმძღვანელი. სწორედ ის, რაც ტერორისტს სჭირდება“, – განუცხადა გამოცემა Mirror-ს კონფიდენციალურმა წყარომ ბრიტანეთის დაზვერვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები