დიდ ბრიტანეთში უზარმაზარი ზღვის მონსტრი დაიჭირეს

ქალაქ პლიმუტში გიგანტური ზღვის მონსტრი დაიჭირეს, რომელიც გარეგნულად „იურული პერიოდის პარკის“ ერთ-ერთ ბინადარს ჰგავდა. თუმცა აღნიშნულ მონსტრს დინოზავრებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ის გიგანტური გველთევზა აღმოჩნდა. რეკორდსმენ-გველთევზას სიგრძე 6 მეტრს, ხოლო წონა – 72 კილოგრამს შეადგენს. მეთევზეებმა 1995 წლის რეკორდი მოხსნეს, როდესაც 59 კილოგრამიანი გველთევზა დაიჭირეს. გველთევზები ძირითადად ზღვის სიღრმეში ბინადრობენ, თუმცა მათ ზედაპირზე ამოსლვლაც უწევთ საჭმლის საშოვნელად. სწორედ ამ დროს გიგანტური გველთევზა მებადურეთა ბადეში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები