მეცნიერები ნეპალის მიწისძვრაზე დიდი ადრონული კოლაიდერის გავლენის შესაძლებლობას განიხილავენ

ვებგვერდი anonhq.com-ი სენსაციურ მასალას აქვეყნებს. გამოცემის ანალიტიკოსთა თქმით, შვეიცარიის დიდ ადრონულ კოლაიდერს, რომლითაც მეცნიერები სამყაროს წარმოქმნის საუდუმლოს გახსნას ცდილობენ, შეეძლო ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის გამოწვევა.
შეგახსნებეთ, რომ ნეპალის მიწისძვრის შედეგად 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 18 ათასი დაშავდა. anonhq.com-ის აზრით, 100 მეტრის სიღრმეში არსებული 4 ტერავატის სიძლავრის კოლაიდერს, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გამოსცემს, სავსებით შეეძლო მიწისძვრის პროვოცირება მსოფლიოს რომელიმე ნაწილში, ანდა მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერის გაზრდა. ვებგვერდის ექსპერტებმა ეს თეორია ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით შეიმუშავეს. მათი აზრით, შეუძლებელია კოლაიდერის მიერ გამომუშავებული ამხელა ენერგია უბრალოდ გაქრეს – ის აუცილებლად გავლენას მოახდენს როგორც მიწისქვეშა, ასევე ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ მეცნიერები ამ ტიპის კვლევებს დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგნენ. ევროპის ატომური კვლელევის საბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე ცდებს ატარებენ, ამ სტატიაზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები