ეკოლოგი: ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ „პანორამა თბილისს“ რაიმე განსაკუთებული გარემოსდაცვითი რისკი არ ახასიათებს

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ „პანორამა თბილისს“ რაიმე განსაკუთებული გარემოსდაცვითი რისკი არ ახასიათებს“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კომპანია „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენელმა, ეკოლოგმა ჯუღული ახვლედიანმა გააკეთა.
ჯუღული ახვლედიანი კომპანიის სპეციალური დაკვეთით პროექტის მშენებლობის და მისი ექსპლუატაციის ფაზებში პროექტის შესაძლო ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით საფრთხეებს, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში სწავლობდა.
„ჩვენ შევისწავლეთ ორი წერტილი, სადაც „პანორამა თბილისი“ უნდა განხორციელდეს – სოლოლაკის ბაღები და ასევე სასტუმროს კომპლექსისა და ცენტრის პროექტი. შევისწავლეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ფაზაზე გარემოზე ზემოქმედებისა და შემდეგ უკვე ექსპლუატაციის ფაზაზე არსებული რისკები. პროექტი შესწავლილი იქნა ატმოსფერულ ხარისხზე ზემოქმედების, ხმაურის გავრცელების თვალსაზრისით, მცენარეულ საფარზე, ცხოველთა სამყაროზე ზემოქმედების, ასევე სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების თვალსაზრისით. შევისწავლეთ ნარჩენების მართვის პრობლემები და ყველა ის მხარე, რასაც გარემოსდაცვითი ფორმატი ითვალისწინებს. საკითხის შესწავლის შემდეგ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე განსაკუთრებული გარემოსდაცვითი რისკი ამ პროექტებს არ ახასიათებს“,- აღნიშნა ჯუღული ახვლედიანმა.
ეკოლოგის თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის პროცესში ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზემოქმედებას, როგორიც სხვა სახის მშენებლობებს არ ახლავს, არ მივიღებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები