პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფანჯარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებგვერდებზე 09:00 საათზე გაიხსნა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
“ბავშვის რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ შეფერხებას”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.