კახეთში სტიქიას ებრძვიან

გადაუღებელი წვიმის შედეგად ახმეტის რაიონში დაახლოებით 15 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგული, დაიტბორა. ასევე ხანგძლივმა წვიმამ სოფ. ქვემო ალვანში ნაპირსამაგრი ნაგებობები დააზარალა. მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად 35 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „ბახტრიონი“-ს ანძა დაზიანდა. ადგილზე ენერგოსისტემის საავარიო ბრიგადები მუშაობენ და ხაზის აღდგენა მოკლე ვადებში მოხდება. ზემოაღნიშნული ავარიის შედეგად ახმეტის რაიონში 6000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, თუმცა 18:00 საათის მდგომარეობით სისტემის გადაწყობის ხარჯზე აბონენტთა უმეტესობას დენის მიწოდება აღუდგა და მხოლოდ 1000-მდე აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. ბუნებრივი მოვლენით გამოწვეული ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ხორციელდება ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში გაცვლა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შორის. საჭიროების შემთხვევაში გატარდება დამატებითი ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები